სხვადასხვა

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტს სტადიონზე შესვლა ერთი წლით აეკრძალა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომაზე ბათუმის „დინამო“ მკაცრად დაისაჯა. სხდომაზე იმსჯელეს 12 ნოემბერს ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამოსა“ და წყალტუბოს „სამგურალის“ მატჩის მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ მომხდარი ფაქტების შესახებ. განიხილეს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები და ფაქტები, მათ შორის, მატჩის დელეგატის მოხსენებითი ბარათები, მატჩის ვიდეოჩანაწერი და ვიდეომასალა.

სხდომას ასევე ესწრებოდნენ კლუბების წარმომადგენლები და მატჩის ოფიციალური პირები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილება მათთვის მძიმე გამოდგა – ბათუმის „დინამო“ მომდევნო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს და დაეკისრა ფულადი ჯარიმა 2 ათასი ლარის ოდენობით. ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 6 ათასი ლარის ოდენობით და ერთი წლის განმავლობაში აეკრძალა სტადიონზე შესვლა ბათუმის „დინამოს“ როგორც საშინაო, ისე საგარეო მატჩებზე.

ამას გარდა, ბათუმის „დინამოს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, გურამ ბერიძეს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ორი ათასი ლარის ოდენობით და ექვს მატჩზე აეკრძალა სტადიონზე შესვლა ბათუმის „დინამოს“ როგორც საშინაო ისე საგარეო მატჩებზე.

დასჯილია ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწე, დავით ჯანელიძეც – მას სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია და ათასი ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს. ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივართა მეკავშირე ოფიცერს კი ორასლარიანი ფულადი ჯარი დაეკისრა.

1 არხი

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close