პოლიტიკა

გადავწყვიტეთ, სახალხო დამცველობის ყველა კანდიდატს, ვინც მონაწილეობა მიიღო პროცესში და კომიტეტმა განიხილა, მხარი დავუჭიროთ – სარჯველაძე

გადავწყვიტეთ, სახალხო დამცველობის ყველა კანდიდატს, ვინც მონაწილეობა მიიღო პროცესში და კომიტეტმა განიხილა, მხარი დავუჭიროთ და საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პლენარულ სხდომას დავუტოვოთ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სახალხო დამცველობის კანდიდატებს კომიტეტის სხდომაზე უყრიან კენჭს.

„ამჟამად მიმდინარეობს პოლიტიკური კონსულტაციები იმის გასარკვევად, რომელ კანდიდატს შეიძლება, ჰქონდეს 90 ხმის მიღების პოტენციალი. პროცესს ხელი რომ არ შეეშალოს, გადავწყვიტეთ, ყველა კანდიდატს, ვინც კომიტეტმა განიხილა და ვინც მონაწილეობა მიიღო პროცესში, მხარი დავუჭიროთ და საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პლენარულ სხდომას დავუტოვოთ“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close