სამართალი

ბავშვის გატაცების მცდელობა თბილისში – “კურიერმა” სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრი მოიპოვა

„ჩემი გოგოთი მიმართავდა, გოგო ეგონა“ - 48 წლის მამაკაცმა ბავშვის გატაცება სცადა

ბავშვის გატაცების მცდელობა თბილისში – “კურიერმა” დღეს სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრიც მოიპოვა.

მცირეწლოვანი ბიჭი გატაცებას მეზობლების წყალობით გადაურჩა, რომლებისთვისაც უცხო მამაკაცის ქცევა საეჭვო აღმოჩნდა.

მცირეწლოვანის გატაცებაში ბრალდებული 48 წლის დავით გეჯაძეა. მას გამოძიება წინასწარი შეცნობით მცირეწლოვნისთვის თავისუფლების აღკვეთას ედავება.

გეჯაძეს უკვე შეეფარდა წინასწარი პატიმრობა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„რუსთავი 2“

 

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button