მსოფლიო

L’Oreal-ი კანის მოვლის საშუალებების დასახელებიდან სიტყვა თეთრს და გათეთრებას ამოიღებს

ფრანგული კოსმეტიკური კომპანია L’Oreal-ი კანის მოვლის საშუალებების სახელებიდან სიტყვა „გათეთრებას“ ამოიღებს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

„L’Oreal Group-მა გადაწყვეტილება მიიღო კანის მოვლის ყველა საშუალებიდან ისეთი სიტყვები ამოიღოს, როგორიც არის თეთრი, გათეთრება და ღია ფერის“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ამერიკაში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ მსოფლიოში რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა, რის ფონზეც ზოგიერთმა კომპანიამ მხარდაჭერა გამოუცხადა აღნიშნულ პროტესტს. კერძოდ, გასულ კვირას ანალოგიური გადაწყვეტილება კომპანია Unilever-მა მიიღო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close