პოლიტიკა

გეტყვით ვინ შოპინგობს ორი წელია ბიუჯეტის ფულით, ეს არის დავით ბაქრაძე – თამარ ჩუგოშვილი

დავით დარჩიაშვილს დაუწერია, ჩუგოშვილი საშოპინგოდ იყო წასულიო. ბატონო დავით, გეტყვით, ვინ შოპინგობს ჩემს თვალწინ ორი წელია ბიუჯეტის ფულით. ეს არის დავით ბაქრაძე. მესამე წელია, დელეგაციის ხელმძღვანელი ვარ და ბატონი დავითი ორჯერ მყავს ნანახი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, – საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს და „ევროპული საქართველოს“ წევრს დავით დარჩიაშვილს მიმართავს.

„ახლა გავიგე, დავით დარჩიაშვილს დაუწერია, ჩუგოშვილი საშოპინგოდ იყო წასულიო. ბატონო დავით, მე გეტყვით, ვინ შოპინგობს ჩემს თვალწინ ორი წელია ბიუჯეტის ფულით. ეს არის დავით ბაქრაძე. მესამე წელია, დელეგაციის ხელმძღვანელი ვარ და ბატონი დავითი ორჯერ მყავს თვალით ნანახი ასამბლეაში. მით უმეტეს, რომ ბიუჯეტი არამხოლოდ მისი, არამედ მისი დაცვის ხარჯებსაც იხდის. ეს ხდება წელიწადში ოთხჯერ შვიდი დღით. გთხოვთ, დაითვალოთ, რა უჯდება ეს ბიუჯეტს. რაც შემეხება მე და ჩემს დელეგაციას, ყველა ჩვენგანის სამუშაო დღე დილის 07:00 საათზე იწყება და ღამის 09:00 საათზე მთავრდება. ასე რომ, საკუთარი წარსული გამოცდილებით და თავგადასავლებით ჩვენ ნუ განგვსჯით.

მეტი ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებ. ვისაც საკითხი აინტერესებს, აქ საკმარისზე მეტი ინფორმაციაა. ვისაც არ აინტერესებს, ახსნას ისედაც არ აქვს აზრი.

დასასრულს იმას ვიტყვი, რომ ასეთი უღირსი და უმწიფარი გამოხტომები ოპოზიციასთან თანამშრომლობის ხალისს ნამდვილად არ აჩენს, ამას თავადაც მიხვდებით“, – წერს თამარ ჩუგოშვილი „ფეისბუქზე“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close