მსოფლიო

Associated Press: პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან რუსული რაკეტა ჩამოვარდა, დაღუპულია ორი ადამიანი

პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რომლის აფეთქებასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. აფეთქებები ისმის კიევში, ლვივში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში. რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, უკრაინის დედაქალაქ კიევში, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ მთავრობის საგანგებო შეხვედრა მოიწვია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close