სამართალი

ჩემი შვილი დღეს ან ხვალ თავად იტყვის სიმართლეს – ბადრი ესებუას მამას გამოძიების სჯერა

ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა ცხადებს, რომ მისი შვილი დაახლოებით ორ დღეში, თავად იტყვის ყველაფერს. ამასთან, ტარიელ ესებუა უარყოფს, რომ ის დაკითხვაზე იმყოფებოდა. მისივე თქმით, ბადრი ესებუა მას არ დაკავშირებია.

რაც შეეხება წუხელ ესებუების სახლში ჩატარებულ ჩხრეკას, როგორც ტარიელ ესებუამ განაცხადა, სამართალდამცველებს არაფერი ამოუღიათ.

„მოჰქონდათ ტომრები, ცარიელი წაიღეს, არაფერი არ ამოუღიათ, არაფერი არ წაუღიათ. არ ვიცი, ჩემი შვილი სად არის. გამოძიება ყველაფერს დაადგენს. დღეს ან ხვალ გამოვა ჩემი შვილი და იტყვის სიმართლეს “, – განაცხადა ტარიელ ესებუამ.

ტარიელ ესებუას განცხადებით, მას სჯერა, რომ საქმე ობიექტურად იქნება გამოძიებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. შსს-ში აცხადებენ, რომ ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

1 tv.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close