საზოგადოება

„ამ სტატისტიკის “პატრონებს” არ აქვთ უფლება ვინმეს რჩევები მისცენ, არათუ გააკრიტიკონ და ლანძღონ“

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანისოციალურ ქსელში წერს:

„ამ სტატისტიკის “პატრონ” ნაცხ-რეჟიმის წარმომადგენლებს და მათ სატელიტ პარტიისმაგვარებს არ აქვთ უფლება ვინმეს რჩევები მისცენ, არათუ გააკრიტიკონ და ლანძღონ… მით უმეტეს, ხელისუფლებაში მობრუნებაზე პრეტენზია ზღვარგადასული უტიფრობაა!
რადგან მათი მთავრობაში ყოფნის დროს უარესი კრიმინალი ხდებოდა, თავად ქუჩაში მომხდარი დანაშაულების მხრივაც და ამას ემატებოდა სახელმწიფოს ჩადენილი დანაშაულები.. “ნულოვანი ტოლერანტობის” და “ყველანი ციხეში”-ს ქოლგის ქვეშ, ძალოვანი სტრუქტურები კრიმინალებზე მეტ დანაშაულს სჩადიოდნენ!.. ამიტომ სუს-კაც, რა!
ფაქტია, 2 – 2,5-ჯერ მეტი პატიმარი ჰყავდათ, ხოლო მძიმე დანაშაული 2-ჯერ უფრო მეტი ხდებოდა “რატომღაც”… ეს “საქმეების გახსნებიც” გაითვალისწინეთ, რომ ძალიან ბევრი, წამების და გარიგებების შედეგად “შეტენილი”, როგორც “ცოცხალ მკვდარზე რომ მოგიყევით წინა პოსტში, ასევე ჩემ მეგობარს ყაჩაღობა ისე უნამუსოდ წამოკიდეს პირადი ინტერესის გამო, რომ დაყაჩაღებული, საყურეებჩამოგლეჯილი ქალი ტიროდა, როცა ხელი დაადებინეს, ეს არ იყოო, მაგრამ რას იზამდა, არ დაადებდა და ქმარს დაუჭერდნენ, ასე დაემუქრნენ! .. ჩემ მეგობარს კი განაჩენი – 20 წელი, რადგან არ შეიწერა და არ უღიარა პრინციპულად ! რამდენიმე წელი იჯდა ისეთი დანაშაულის გამო, რომელიც როცა მოხდა, ეს ჩემი მეგობარი იმ დროს ძალიან ბევრ მოწმესთან ერთად და კამერების ქვეშ გასართობ კლუბში იჯდა , გამოუსვლელად!.. მაგრამ ასეთი მტკიცებულებების არსებობაც ეკიდათ, ადვოკატების უმრავლესობა “ნასედკა” და ა.შ..!
უამრავი ასეთი ისტორიის მოყოლა შეიძლება…
მადლონა ღმერთს , ოცნებამ გაიმარჯვა 2012-ში და ძალიან ბევრი უდანაშაულო პატიმარი გარეთ გამოვიდა.. შეიძლება დამნაშავეებსაც გაუნახევრდათ, მაგრამ საერთაშორისო წესების მიხედვით, ნაწამებ პატიმრებს ეკუთვნის თავისუფლება…
ახლა ინებეთ სტატისტიკაც, გენერალი სალუქვაძის ამოკრეფილია:
–ბოლო წლების სტატისტიკის თანახმად, საშუალოდ ერთ დღე-ღამეში, საქართველოში ხდება 100 დანაშაული.
იყო დრო, 2006-2007 წლებში, როცა 175 დანაშაული ხდებოდა.
არქივებში შემონახული სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო 2010-11 წლებში, როცა დღე-ღამეში ხდებოდა 85 დანაშაული. გახსოვთ “ნულოვანი ტოლერნატობა”, ციხეებში 25 ათასი პატიმარი.
ყველაზე საუკეთესო წლებშიც კი, იხილეთ სტატისტიკა, წელიწადში, მაგალითად 2010 წელს, მოხდა
180 განზრახ მკვლელობა,
238 მკვლელობის მცდელობა,
82 გაუპატიურება,
126 ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება,
31 თავისუფლების უკანონო აღკვეთა,
11371 ქურდობა (მ.შ. ავტომობილების 117, მობილურების 402 შემთხვევა),
638 ძარცვა (მ.შ. ავტომობილები და მობილურები),
398 ყაჩაღობა (მ.შ. ავტომობილები და მობილურები),
1326 თაღლითობა,
77 გამოძალვა,
ათასობით ნარკოდანაშაული.
სულ 2010 წელს რეგისტრირებული იქნა 34739 დანაშაული (თვეში 2894, დღეში 95).
კიდევ უფრო ნათელი მაგალითისთვის, კრიმინალის რეგისტრირებული დანაშაულის მიხედვით ყველაზე საუკეთესო 2011 წლის ივლისში, ანუ ერთ თვეში მოხდა:
– განზრახ მკვლელობა 7,
– განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში 1,
– მკვლელობის მცდელობა 16,
თქვითმკვლელობამდე მიყვანა 223,
– გაუპატიურება 13 (ყოველ მეორე დღეს),
– ქურდობა 983
– და ასობით სხვა დანაშაული, კერძოდ მძევლად აყვანა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამიძალვა, ნარკოდანაშაულები და სხვა.
“საინფორმაციო ტერორი – რატომ ვიყენებ ამ ტერმინს დღევანდელი საინფორმაციო პოლიტიკის მიმართ?
დღეს, იგივე ტელევიზიები, იგივე ჟურნალისტები გვაცხოვრებენ კრიმინალურ ქრონიკაში, პროპაგანდას უწევენ დაძაბულობას, ზიზღის ენას, დაპირისპირებას…” – წერს მანჩო გიორგობიანი.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close