მსოფლიო

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებებს 500,000 ზვიგენი შეეწირება

ამერიკელი ცხოვლეთა დამცველები Shark Allies ორგანიზაციიდან შეშფოთებას გამოთქვამენ, იმის თაობაზე, რომ 500,000 ზვიგენი შეიძლება დაიღუპოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესაქმნელად.

ცნობილია, რომ ზვიგენის ღვიძლში გამომუშავებული სკვალენი, COVID-19- ის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინების ნაწილია. მაგალითად, ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია GlaxoSmithKline იყენებს ზვიგენის ღვიძლის სკვალენს, რომ შექმნას დამხმარე საშუალებები გრიპის ვაქცინებში გამოსაყენებლად.

გაზაფხულზე კომპანიამ გამოაცხადა, რომ გამოუშვებს მილიარდ დოზას სკვალენს კორონავირუსის ვაქცინებში გამოსაყენებლად. Shark Allies-ის შეფასებით, მსოფლიოში, COVID-19-ის სკვალენის შემცველი ვაქცინის ერთი დოზით ყველა ადამიანის ვაქცინაციისთვის 250,000 ზვიგენის მოკვლა იქნება საჭირო. ხოლო თუ საჭირო იქნება ორი

ინექცია, რიცხვი გაორმაგდება. სხვათა შორის, GlaxoSmithKline–მა უკვე გამოაცხადა, რომ ნედლეულის ალტერნატიულ წყაროებს ეძებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, 1997 წლიდან, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის თითო დოზა შეიცავს დაახლოებით 10 მილიგრამ სკვალენს. ემულსიის ფორმის მქონე სკვალენი ემატება ვაქცინას იმუნოგენურობის ასამაღლებლად. სკვალენს, ეფექტურობის ასამაღლებლად, ასევე უმატებენ რამდენიმე ექსპერიმენტული ვაქცინას,

მკურნალი. ჯი
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close