ეკონომიკა

კორონავირუსის პანდემიის გამო, შემოსავალი დაახლოებით 100 000 ადამიანმა დაკარგა

კორონავირუსის პანდემიის გამო, შემოსავალი დაახლოებით 100 000 ადამიანმა დაკარგა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ფრაქცია “ევროპული საქართველოს“ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

მისივე თქმით, მომავალ წელს დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება და მინიმუმ 20 000 ადამიანი შემოსავალს აღიდგენს

“წლევანდელ წელს ეკონომიკური შემცირება, რა თქმა უნდა, დასაქმებული ადამიანების რაოდენობაზე იმოქმედებს – ვგულისხმობ ბიზნეს სექტორში, დაქირავებით დასაქმებულ ადამიანებს. ეკონომიკური ვარდნა ყოველთვის მოქმედებს. კომპანიების მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით და ის, რაც დახმარების ფარგლებში ვიცით, დაახლოებით 100 ათას ადამიანამდეა, ვინც შემოსავლი დაკარგა“, – განაცხადა კაკაურიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close