მსოფლიო

საფრანგეთში ცემით მოკლეს ავტობუსის მძღოლი, რომელმაც მგზავრებს პირბადის გაკეთება მოსთხოვა

58 წლის ავტობუსის მძღოლი, რომელმაც მგზავრებს პირბადეების გაკეთება მოთხოვა, ცემით მოკლეს. შემთხვევა, რომელზეც  Le Parisien წერს, 5 ივლისს, საფრანგეთში მოხდა.

გამოძიების მასალების მიხედვით, ერთ-ერთ გაჩერებაზე ავტობუსში 5 მამაკაცი ავიდა. მძღოლმა მათ შეახსენა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება აუცილებელია, თუმცა მგზავრებმა მის ნათქვამს ყურადღება არ მიაქციეს და არც სამგზავრო ბილეთის აღებით შეიწუხეს თავი. მძღოლმა მგზავრებს მოთხოვნა გაუმეორა, რის შემდეგაც მგზავრები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.

ავტობუსის მძღოლი საავადმყოფოში უგონოდ გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თავდამსხმელები, რომელთა ვინაობა უცნობია, მალევე დააკავეს და ბრალი წაუყენეს.

ბაიონას მერმა ავტობუსის მძღოლის მკვლელობას ბარბაროსული აქტი უწოდა და განაცხადა, რომ ქალაქის ხელმძღვანეწლობა მუშაობს მძღოლების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close