პოლიტიკა
სამების ამშენებელს დავიცავთო, ვერ გავიგე მარტო სამებაა საქართველოში ეკლესია? ამდენმა ადამიანმა ბოლო კაპიკები მიიტანა – მიხეილ მაჭავარიანი
“გაიხსენეთ გაჩეჩილაძემ რა თქვა – ჩვენ გამოვალთ და დავიცავთ ბიძინა ივანიშვილს, სამების ამშენებელს. რა სამების ამშენებელს, ვერ გავიგე მარტო სამებაა საქართველოში ეკლესია? ამდენმა ადამიანმა ბოლო კაპიკები მიიტანა… გაიხსენეთ ისევ სახარება, ვის უფრო შეეწირება? ვინც კაპიკი მიიტანა უკანასკნელი და არა ვინც მილიონი შეიტანა”, – განაცხადა მიეხილ მაჭავარიანმა ტვ პირველის ეთერში.