პოლიტიკა

მე ვარ ჭორვილელი, ქართველი და ამავდროულად ევროპელი – მიხეილ მაჭავარიანი

ლუკას სახარებას შევახსენებ: როგორც აქლემი ვერ გაძვრება ნემსის ყუნწში, ისე მდიდარი ადამიანი ვერ მოიპოვებს უფლის სასუფეველს... ივანიშვილისთვის ხალხი არაა მთავარი, ის ცდილობს როგორ მოაგვაროს ეს პრობლემა და მისი მთავარი მოგვარება ფულია. რაც ვერ გვარდება ფულით, ის გვარდება დიდი ფულით. ამ ადამიანის ხედვა ეს არის.

დღეს პროცესში ჩაერთო მღვდელმსახური, რომლის საქმეც ეს არაა. ლუკას სახარებას შევახსენებ: როგორც აქლემი ვერ გაძვრება ნემსის ყუნწში, ისე მდიდარი ადამიანი ვერ მოიპოვებს უფლის სასუფეველს… ივანიშვილისთვის ხალხი არაა მთავარი, ის ცდილობს როგორ მოაგვაროს ეს პრობლემა და მისი მთავარი მოგვარება ფულია. რაც ვერ გვარდება ფულით, ის გვარდება დიდი ფულით. ამ ადამიანის ხედვა ეს არის, – ამის შესახებ მიხეილ მაჭავარიანმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

“სატელევიზიო სივრცეში ძალიან იშვიათად ვჩნდები, მაგრამ წინა კვირაში გავაქტიურდი მხოლოდ ერთი რამის გამო, მე უნდა ვიყო პირნათელი ჩემი შვილის წინაშე, რომელიც ახლა 6 წლისაა, ორი დიდი მყავს და იმათმა იციან სად ვდგავარ. მე ვარ ჭორვილელი, ქართველი და ევროპელი ამავდროულად, ჩემი გზა არის ევროპა და მე როცა ჩემი შვილი, თუ შვილიშვილი მეტყვის: აი, საქართველოში იყო ასეთი მომენტი… ჯერ ჩვენ ხომ არ ვიცით როგორ გადაწყდება ეს ყველაფერი? ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი გადაწყდეს კარგად, ისევე, როგორც 1918 წელს, როდესაც იღებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს და 1921 წლის თებერვალში, თბილისის დაცემამდე რამოდენიმე დღით ადრე იღებდნენ საქართველოს კონსტიტუციას, ის ხალხი ფიქრობდა, რომ სწორ მხარეს იდგა და მათ უნდა მიეღოთ, იმიტომ რომ შვილები რომ კითხავდნენ შენ სად იყავი მაშინ, უნდა ეთქვათ, რომ მე აი, აქ ვიდექი. და არ ვიყავი სერგო ორჯონიკიძის მხარეს. მე მაქვს ჩემი საქმე, ძალიან ბევრი საქმე მაქვს, მაგრამ მე რომ ახლა არ გამოვიდე და არ ვილაპარაკო ის, რაც მე მაწუხებს ჩემს თავთან ვიქნები არასწორი… შემდგომმა თაობამ უნდა იცოდეს, ჩვენ ილიას გზას გავყევით თუ ბარაბას გზას, როგორც ზვიად გამსახურდიამ 1990 წელს თქვა ლოკომოტივის სტადიონზე. ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა იყო ეს. ჩვენ ახლა გზის გასაყარზე ვდგავართ, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ილიას გზა, ანუ ევროპისკენ, ან, როგორც ზვიად გამსახურდიამ თქვა, ბარაბას გზა, რომელსაც გვთავაზობს ივანიშვილი, ღარიბაშვილი და ა.შ. აი, ეს არის გზის გასაყარი”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

http://

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close