რეგიონები

ცაგერის ერთ-ერთ ქუჩას, ქართული ენისა და ლიტერატურის დამსახურებული პედაგოგის ლალი ჩიქოვანის სახელი მიენიჭება

ლალი ჩიქოვანის ოჯახის ინიციატივით, ყოველწლიურად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აბიტურიენტს, რომელიც ქართულ ენასა და ლიტერატურაში ყველაზე მაღალ შეფასებას მიიღებს დაუწესდება ქალბატონი ლალი ჩიქოვანის სახელობის სტიპენდია 1000 ლარის ოდენობით.

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და ცაგერის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, ქალაქ ცაგერის ერთ-ერთ ქუჩას ლალი ჩიქოვანის სახელი მიენიჭება.
? დღეს ცაგერის საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის დამსახურებული პედაგოგის, ლალი ჩიქოვანის 60 წლის იუბილე აღინიშნა, სადაც გაჟღერდა გადაწყვეტილება ცაგერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ქუჩისთვის, ქალბატონი ლალი ჩიქოვანის სახელობის მინიჭების თაობაზე.
? ქალბატონმა ლალიმ დიდი პატივისცემა დაიმსახურა კოლეგებისგან, ლეჩხუმის საზოგადოებისგან, რომელსაც არაერთი ღირსეული თაობა აღუზარდა და წარუშლელი კვალი დატოვა ცაგერის საჯარო სკოლისა და ლეჩხუმის ისტორიაში.
? სწორედ ამიტომ ჩვენი და ცაგერის მუნიციპალიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით ქ. ცაგერის ერთ-ერთ ქუჩას, ქალბატონი ლალი ჩიქოვანის სახელი მიენიჭება.
? ქალბატონი ლალის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელსაც ასევე ღვაწლმოსილი პედაგოგი, ქალბატონი იზო ხვადაგიანი უძღვებოდა, ესწრებოდნენ პედაგოგის ოჯახის წევრები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტრის კანცლერი კარლო კოპალიანი, ამავე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ექიმი მერაბ ხვადაგიანი, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინე კობახიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ცაგერის საჯარო სკოლის პედაგოგები.
? ღონისძიებაზე, ბატონმა კარლო კოპალიანმა გააჟღერა ოჯახის ინიციატივა, ყოველწლიურად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აბიტურიენტს, რომელიც ქართულ ენასა და ლიტერატურაში ყველაზე მაღალ შეფასებას მიიღებს დაუწესდება ქალბატონი ლალი ჩიქოვანის სახელობის სტიპენდია 1000 ლარის ოდენობით.
? ქალბატონი ლალი ჩიქოვანის ნათესავებისგან, ქ. ცაგერის საჯარო სკოლას გადაეცა ,,ბიბლუსის” 1000 ლარიანი ვაუჩერი, სასურველი ლიტერატურის შესაძენად.
? ასევე, ცაგერის საჯარო სკოლის დირექტორის, დავით ცვარიანის გადაწყვეტილებით, სკოლაში მოეწყობა ლალი ჩიქოვანის სახელობის კაბინეტი, სადაც განთავსდება მრავალფეროვანი ლიტერატურა და ჩატარდება სხვადასხვა სახის ღინისძიებები.
ინფორმაციას გოჩა ენუქიძე ავრცელებს.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close