საზოგადოება

63 მძიმე ოპერაციის შემდეგ, სიკვდილზე გამარჯვებულმა კაპიტანმა საცოლეს სვეტიცხოველში ხელი სთხოვა

თავდაცვის სამინისტროს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ბექა მჭედლიშვილი, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:

„მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, კაპიტანმა ივერი ბუაძემ, რომელსაც ამერიკელმა
ექიმებმა სიკვდილზე გამარჯვებული შეარქვეს, საცოლეს რუსუდან სიმონიშვილს დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო და მოულოდნელად ხელი სთხოვა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.
ივერი ბუაძემ სხეულის მძიმე დაზიანება ჩრდილოეთ ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას, ბაგრამის ავიაბაზის ახლოს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად მიიღო.
მან სწრაფად იმოქმედა, სხეულით გადაეფარა აფეთქების ძირეულ ტალღას და სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე დაზიანებების ფასად მოახერხა გარშემო მყოფთა სიცოცხლის შენარჩუნება.
ივერი ბუაძემ სამედიცინო რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი გერმანიაში, აშშ-სა და საქართველოში გაიარა. გადატანილი 63 მძიმე ოპერაციის შემდეგ, ის ქართველ სამხედროებთან ერთად კვლავ დგას ქვეყნის სამსახურში. ამჟამად ქართველი ოფიცერი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ტაქტიკური მომზადების ინსტრუქტორად მუშაობს.
სურათი შეიძლება შეიცავდეს: 1 ადამიანი, დგომა
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close