Sliderსხვადასხვა

54 ავტომობილი 44 მუნიციპალიტეტისათვის, თითოეული მანქანის ფასი 86 ათასი ლარია. საერთო ჯამში, ჩინოვნიკების კომფორტი ბიუჯეტმა 5 მილიონით დააფინანსა

ახალი ავტომობილები რეგიონებისთვის – 44 მუნიციპალიტეტს ჯამში 54 მანქანა გადასცეს. თითოეული მათგანის ღირებულება კი 86 ათასი ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს. 

“პირველების” ინფორმაციით, სულ ბიუჯეტს რეგიონალური ჩინოვნიკების კომფორტულად გადაადგილება 5 მილიონამდე დაუჯდა.

საჩუქრებს მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა მიზეზით ხსნიან. ნაწილი ამბობს, რომ ავტომობილები უკვე დაძველდა, ნაწილი კი მანქანების დეფიციტს ასახელებს.

ქუთაისის მერიაში კი პირველებს განუმარტეს, რომ ძველი ავტომობილი ბევრ საწვავს მოიხმარდა. ამიტომ თანხის ეკონომიის მიზნით 86 ათასი გადაიხადეს ახალ მანქანაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close