Sliderპოლიტიკა

„ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ უკეთ ესმის, არა მხოლოდ ეს კანონი, საერთოდ ცხოვრების არსი, კაცობრიობის ისტორია, ფილოსოფია, ღირებულებები, ვიდრე ქვეყნების ლიდერებს, ვინც ევროკავშირი არიან – უსუფაშვილი

„ვეუბნებოდით, რომ ე.წ. უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტი არ არის ევროპული ღირებულებების შესაბამისი კანონი. „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ უკეთ ესმის, არა მხოლოდ ეს კანონი, საერთოდ ცხოვრების არსი, კაცობრიობის ისტორია, ფილოსოფია, ღირებულებები, ვიდრე ქვეყნების ლიდერებს, ვინც ევროკავშირი არიან.

ყველა, გარდა „ოცნების რამდენიმე ლიდერისა და პუტინის გარემოცვისა, არის შეთქმულების მსხვერპლი. წიგნი, რომ დარიგდა პარლამენტში მანდ ხომ ეს თეორიაა.

ევროპამ, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდის მოვლენების შემდეგ, ნათლად დაინახა, რომ ქართველი ხალხი მხოლოდ პასიურად კი არ უჭერს მხარს ევროკავშირისკენ სწრაფვას, არამედ ეს არის სერიოზული, მყარი გადაწყვეტილება“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close