ეკონომიკა

36.6%-ი ვაჭრობა, 30.4%-ი ხელოვნება, გართობა და დასვენება, მშენებლობა – 5.0% – 2022 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტატისტიკა

2022 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 36.6 პროცენტი მოდის ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 30.4 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 10.6 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 5.0 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.9 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 4.3 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 8.3 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close