საზოგადოება

„31 ოქტომბრამდე, უფრო სწორედ, 1 ნოემბრის დილის შედეგებამდე”

ექსპერტი გია აბაშიძე Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“2012-ის შემდეგ რა კვლევები არ დაიდო, მაინც “ქართულმა ოცნებამ” მოიგო ყველა დონის არჩევნები. და 31 ოქტომბერსაც მოიგებს.
ნაცი კეზერაშვილის ამ კვლევამ ვერ აუარა გვერდი იმ ფაქტს, რომ “ქართულ ოცნებას” საზოგადოებაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. და “ევროპულ საქართველოს” – 5%
ახალი “ძლევამოსილი ალტერნატიული ძალა” “ლელო” კი
“ეფექტური” სამპროცენტიანია.

31 ოქტომბრამდე, უფრო სწორედ, 1 ნოემბრის დილის შედეგებამდე” – წერს გია აბაშიძე.

შეგახსენებთ, რომ „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში პოლიტიკური რეიტინგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ქართული ოცნება – 39%;

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 16%;

ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები – 5%;

ლეიბორისტული პარტია – 3%;

ლელო – 3%;

ახალი საქართველოსთვის (გიორგი ვაშაძე—სტრატეგია აღმაშენებელი) – 3%;

პატრიოტთა ალიანსი – 3%;

გირჩი – 2%;

მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) – 2%;

დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო (ნინო ბურჯანაძე) – 1%;

გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი) – 1%;

სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია) – 1%;

თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა) – 1%;

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კომპანია Edison Research-მა ჩაატარა.

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close