საზოგადოება

აბიტურიენტები, რომლებსაც უცხო ენის გამოცდაზე მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდათ, სარეზერვო სექტორში განათავსეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძვანელის, სოფო გორგოძის ინფორმაციით, უცხო ენების გამოცდის დილის სესიაზე მისულ რამდენიმე აბიტურიენტს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა და ისინი სარეზერვო სექტორში აბარებენ გამოცდას.

„რაც შეეხება დილის სესიას, დღეს დაიწყო უცხო ენების გამოცდა. გამოცხადდა აბიტურიენტების 93% საბედნიეროდ არ გვაქვს არც ერთი დაგვიანება. ასე, რომ მეორე სესიასეც მოვუწოდებ აბიტურიენტებს, რომ არ დააგვიანონ და დაგვიანების გამო არ გამოეთიშონ საგამოცდო პროცესს.

სიცხე დაუფიქსირდა რამდენიმე აბიტურიენტს და ისინი არიან განთავსებული სარეზერვო სექტორში“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close