საზოგადოება

30 აპრილის შემდეგ ხელსიუფლების გეგმა ასეთია – ირაკლი ტაბლიაშვილი

ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:
“რას აპირებს ხელისუფლება 30 აპრილის შემდეგ და იმ დაშვებით, თუ 50 + ათასი მოქალაქე შეიკრიბება აქციაზე – “მოვდივარ”.
ის არ! ვიმეორებ – არ მიუბრუნდება აგენტების შესახებ კანონს!.. თუმცა, გარისკავს და დააპირებს ანტიდისკრიმინაციული კანონის შეცვლას!..
2. გამოჩნდება ჯგუფი, რომელიც იტყვის, რომ 2008 წლის რეფერენდუმი გაყალბდა და ახალი რეფერენდუმია საჭირო (თემა – ნატო).. ეს უკანასკნელი ამბავი შეიძლება ვერ გარისკონ სიციოლოგიური კვლევების შედეგებიდან გამომდინარე.
3. კულტურის სამინისტრო, რეორგანიზაციის საბაბით, შეუტევს ოკუპაციის მუზეუმს!.. ეცდება მის დახურვას!
4. მიიტანენ გადამწყვეტ შტურმს კონკრეტულად ტელეკომპანია “ფორმულაზე”.
5. ვილნიუსის ნატოს სამიტის წინ გააჩენენ ნარატივს, რომ არ აქტიურობენ იმიტომ, რომ ალიანსი ისედაც არ გვიღებს!
6. უკრაინის კონტრშეტევის პერიოდში, ვიქტორ ორბანთან ერთად, გამოვლენ “მშვიდობის ფორუმის” ჩატარების ინიციატივით!
7. თუ ქვეყანა სტატუსს მიიღებს, ეცდებიან, მიიწერონ წარმატება!..
8. დაიწყებენ მსჯელობას აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნის აუცილებლობაზე (სომხეთთან ერთად)
9. მოსინჯავენ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გამართვის შესაძლებლობას!
10. განიხილავენ რამშტაინის ფორმატიდან გასვლის გზას.”
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close