Sliderსამართალი

ექსპერტიზის დასკვნაში ასახულია 39 დაზიანება, არის მკრივი ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები, საკმაოდ მძიმე გზა გაიარა სიკვდილამდე – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას ექსპერტიზის დასკვნა

ორგანიზაცია “უფლებები საქართველო” აცხადებს, რომ  დღეს, დიდ დიღომში 12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს (ბავშვის დედას) და ორგანიზაციის ადვოკატებს გადაეცათ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი.

“სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა საჭიროებს დეტალურ ანალიზს, მათ შორის, შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობას, რის შემდეგაც „უფლებები საქართველოს“ ადვოკატები საგამოძიებო უწყებას მიაწვდიან იმ კითხვების ჩამონათვალს, რომელთა დასმის საჭიროებასაც დაინახავენ დამატებითი ექსპერტიზის მიზნებისათვის.

ამ ეტაპზე, ცალსახად იკვეთება კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება, რომელიც უნდა დაეფუძნოს იმ კითხვების სრულ ჩამონათვალს, რაზედაც პასუხი არსებულ დასკვნაში არ არის, ან/და არასრულია.

ამჟამად მიმდინარეობს ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები, რომელთა შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. საქმის გარემოებების სრულფასოვანი შეფასება აღნიშნული ექსპერტიზების დასკვნების შემდეგ გახდება შესაძლებელი”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

“ექსპერტიზის დასკვნაში ასახულია 39 დაზიანება, რაც ნიშნავს იმას, რომ გოგონამ საკმაოდ მძიმე გზა გაიარა სიკვდილამდე. დაზიანებები მრავლობითია, თითქმის მთელს სხეულზეა. არის სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რომელიც არის სიცოცხლისდროუინდელი და გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე არის მიყენებული. რაიმე მკრივი ბლაგვი საგნით არის მიყენებული დაზიანებები “. – ამბობს ადვოკატი. 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close