საზოგადოება

“2 ოქტომბრის ღამეს დაიწყო სკანდალისა და შოუს მოწყობა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ” – მირანდა მესხი

ჯერ კიდევ 2 ოქტომბრის ღამეს, როდესაც უბნებიდან შემოდიოდა შემაჯამებელი ოქმები, დაიწყო სკანდალისა და შოუს მოწყობა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ. მიყენებდა ბრალდებას, თითქოს, ჩემი დირექტივით საუბნო საარჩევნო კომისიები შემაჯამებელ ოქმებს ხელს არ აწერდნენ. მე განვმარტე, რომ ეს არ იყო ჩემი დირექტივა, – ამის შესახებ ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებული აგრესია გამოვლინდა 7 ოქტომბრის ღამეს, როდესაც საოლქო საარჩევნო კომისიამ გადათვალა მეთერთმეტე ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის უბნები ბათილი ბიულეტენების ნაწილში.

„თავიდან არავის გამოუთქვამს პრეტენზია ამ ბიულეტენების გახსნასა და გადათვლასთან დაკავშირებით. საოლქო საარჩევნო კომისიას არ მოუხდენია საჩივრებიდან გამომდინარე რეაგირება ამ ნაწილში, ვინაიდან საოლქო საარჩევნო კომისია რეაგირებს განცხადება-საჩივარზე იმ შემთხვევაში, თუ დადგენილი წესით და ვადით არის შემოტანილი საოლქო საარჩევნო კომისიაში. აქ შემოტანის წესი იყო დარღვეული, ამიტომ საოლქო საარჩევნო კომისიამ 21-ე მუხლის ე პუნქტის საფუძველზე საკუთარი ინიციატივით მიიღო გადაწყვეტილება. 16 დამსწრე პირიდან 13-მა მხარი დაუჭირა ხსენებულ მაჟორიტარულ ოლქებში ბათილი ბიულეტენების გადათვლას. ამ მაჟორიტარულ ოლქში ორივე კანდიდატს, როგორც 5 ნომრით წარდგენილს, ასევე 41 ნომრით წარდგენილს, ბარიერი გადალახული ჰქონდა. 2 ხმით იყო სხვაობა მათ მონაცემებს შორის. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ბათილი ბიულეტენების გადათვლის, რაც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ბათილ ბიულეტენებში აღმოჩნდა ნამდვილი ხმები და დაემატა როგორც 5 ნომრით წარდგენილ კანდიდატს, ისე 41 ნომრით წარდგენილ კანდიდატს და ასევე 25 ნომრით წარდგენილ კანდიდატს. აგრესია გამოვლინდა მას შემდეგ, რაც შედეგი შეიცვალა. ეს არის მიზანმიმართული, ფსიქოლოგიური ზეწოლა ჩემზე, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე. ასევე კომისიის წევრებზე. მიზანმიმართულად ხორციელდებოდა ბულინგი. მათ შეუძლიათ სამართლებრივად იდავონ და არა მუქარითა და დაშინებით მოახდინონ ზეწოლა ჩვენზე“, – განაცხადა მირანდა მესხმა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სახალხო დამცველს, ადგილობრივი, საერთაშორისო სადამკვირვებლო და ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს ღია წერილით მიმართა. საკითხი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებს ეხება. ცესკოს ინფრომაციით, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის და კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის მიმართ კამპანიურად წარმოებული ცილისწამება, სიძულვილის ენა და შეურაცხყოფაა, რაც საჯაროდ – აქტიურად ვრცელდებოდა, როგორც სხვადასხვა წყაროს მიერ, ისე სოციალურ ქსელებში. ამ ორგანიზაციებს ცესკომ ვიზუალური მასალაც მიაწოდა.

შეგახსენებთ:

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) სახალხო დამცველს, ადგილობრივი, საერთაშორისო სადამკვირვებლო და ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს ღია წერილით მიმართა. საკითხი კი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებს ეხება.

ცესკოს ინფრომაციით, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის და კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის მიმართ კამპანიურად წარმოებული ცილისწამება, სიძულვილის ენა და შეურაცხყოფაა, რაც საჯაროდ – აქტიურად ვრცელდებოდა როგორც სხვადასხვა წყაროს მიერ, ისე სოციალურ ქსელებში. ამ ორგანიზაციებს ცესკომ ვიზუალური მასალაც მიაწოდა.

„ეს კამპანია კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მხრიდან ჯერ კიდევ არჩევნების ღამეს დაიწყო, როდესაც მან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მირანდა მესხს საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობაში ჩარევა დააბრალა. ზეწოლა ხორციელდებოდა როგორც საოლქო კომისიაში მყოფი პირების მხრიდან, ასევე, სოციალურ ქსელში აგორებული კამპანიის სახითაც. ოლქის თავმჯდომარის წინააღმდეგ მიმართული მანიპულაცია, მუქარა და სიძულვილის ენა აქტუალური იყო 7, 8 და 9 ოქტომბერსაც, რაზეც საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთი განცხადება და მიმართვა გაავრცელა. ამასთან კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებმა ამ პერიოდშივე მოახდინეს საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის პარალიზება და დააზიანეს ინვენტარი. გამოიკვეთა მირანდა მესხის მიმართ გენდერული ნიშნის საფუძველზე დისკრიმინაციის ფაქტებიც.

სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, მივმართეთ სახალხო დამცველს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო და ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, რომ დაინტერესდნენ ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციით და ხელი შეუწყონ საზოგადოებისთვის საარჩევნო პროცესის შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდებას“, – აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებლ ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close