საზოგადოება

18 წლის ნიკა ბირკაძე მსოფლიოს ყველა დროის 20 საუკეთესო მოსწავლის რეიტინგში მოხვდა

ყოფილმა კომაროველმა ნიკა ბირკაძემ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში რიგით მესამე ოქროს მედალი მოიპოვა და ჯამში, სამი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლით მსოფლიოში მე-8 ადგილზეა .
“იგი ყველა დროის 20 საუკეთესო მოსწავლის რეიტინგში შევიდა. მასზე მეტი ოქროს მედალი ინფორმატიკაში მხოლოდ 5 მოსწავლეს აქვს აღებული”- წერს თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი ზაზა გამეზარდაშვილი ერთ-ერთ ფეისბუქ-პოსტში. ნიკა 18 წლისაა და კომაროვის სკოლა დაამთავრა.
ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს, რაც ქართველი მოზარდის უდიდესი აღიარება გახლდათ. ასეთ ტიტულს მხოლოდ ის მოსწავლეები იღებენ, რომლებსაც ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე 2 ოქროს მედალი აქვთ მოპოვებული. ნიკა კი უკვე 3 ოქროს მფლობელია.
mshoblebi
ნიკამ წელს 100%-იანი გრანტით თავისუფალ უნივერსიტეტში, პროგრამირების მიმართულებით ჩააბარა. ის სწავლის გაგრძელებას ამერიკის შეერთებულ შტატებში გეგმავს და სასურველ პასუხს მარტის ბოლოსთვის ელოდება.

იხ. სრულად: mshoblebi.ge
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close