პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი – ნანუკა ჟორჟოლიანი ვარსკვლავი და ხალხისთვის საყვარელი ადამიანია

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის მორიგ ვიდეომიმართვაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებზე ისაუბრა:

„ამდენი სირთულის მიუხედავად, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ
და გაერთიანებულმა ოპოზიციამ შეძლეს, რომ ტრადიციული და ახალი ლიდერებით დაკომპლექტებული ბრწყინვალე გუნდი წარედგინათ.

აქ არის ოლიმპიური ჩემპიონი – მანუჩარ კვირკველია. აქ არის ბრწყინვალე ექიმი – მალხაზ ჯალაღონია. აქ არის ნანუკა ჟორჟოლიანი – ვარსკვლავი და ხალხისთვის საყვარელი ადამიანი. აქ არის დევი ჭანკოტაძე, რომელიც უნდა ყოფილიყო მაჟორიტარობის კანდიდატი, თუმცა იქნება ჩვენი სიის წამყვანი წევრი, რადგან მას უდიდესი საქმეები აქვს გაკეთებული საკუთარი ქვეყნისთვის. აქ არიან გამორჩეული და წამყვანი ბიზნესმენები და ის, რომ ბიზნესი დგას აქ, არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება.

ეს არის გუნდი, რომელიც საქართველოს განვითარებისა და პროგრესისთვის ყველაფერს გააკეთებს“ – განაცხადა სააკაშვილმა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close