პოლიტიკა

“ჰანა არენდტმა ასეთ დამოკიდებულებას უწოდა „ბოროტების ბანალურობა“ – ოხანაშვილი

სააკაშვილის ფენომენს დიდი ახსნა არ სჭირდება - ის ერთმნიშვნელოვნად იყო დიქტატორი

​სააკაშვილის ფენომენს დიდი ახსნა არ სჭირდება – ის ერთმნიშვნელოვნად იყო ერთპიროვნული დიქტატორი, – ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ქცევა ერთი-ერთში ჯდება დიქტატორების ქცევაში, რომლებიც ხალხის წამების სახელმწიფო ინტერესებით გამართლებას ცდილობენ.

„იგივე პათოსი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდას, რომ სააკაშვილმა შექმნა სახელმწიფო. ანუ, თითქოს სააკაშვილს სახელმწიფოს შესაქმნელად სჭირდებოდა თურმე ამ დანაშაულების ჩადენა და ეს ფენომენი შეფასებულია ფილოსოფიაშიც, სამართლის მეცნიერებაშიც და ჰანა არენდტმა ასეთ დამოკიდებულებას უწოდა „ბოროტების ბანალურობა“. ეს ადამიანები არიან ორგანიზაციული სისტემის შემოქმედები და, შესაბამისად, ბანალურები არიან თავისი არსით პიროვნებები, თუმცა მათი ქმედებები უმძიმეს დანაშაულებს წარმოადგენენ“, – ამბობს ოხანაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close