საზოგადოება

“რამდენიმე დღის დაჭერილი იყო სააკაშვილი, ინფორმაცია მოგაწოდეთ, რომ იგეგმებოდა მისი სიკვდილი დასხივებით” – ჩარკვიანი

საკუთარ თავს არასოდეს ვკადრებ, ჰაერზე ინფორმაცია ვისროლო

სულ რამდენიმე დღის დაჭერილი იყო სააკაშვილი, ინფორმაცია მოგაწოდეთ, რომ იგეგმებოდა მისი სიკვდილი და ეს იქნებოდა დასხივებით – საკუთარ თავს არასოდეს ვკადრებ, ჰაერზე ინფორმაცია ვისროლო, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

“მეგობრებო ხომ გახსოვთ ეს ჩემი 6 ოქტომბრის ბრიფინგი?! მაშინ სულ რამდენიმე დღის დაჭერილი იყო მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი. დიახ, მე მაშინ ინფორმაცია მოგაწოდეთ ყველას, რომ იგეგმებოდა მისი სიკვდილი და ეს იქნებოდა ან დასხივებით – რადიო ტალღებით მისი ნერვიული აშლილობა და დემორალიზება და ძალიან ვჩქარობდი 10 ოქტომბერს დიდი გრანდიოზული აქციის ჩატარებას, რადგან 30 ოქტომბერი გვიან იქნება მეთქი, ( არაო არაო და არაო) საბოლოოდ 14 ოქტომბერი გადაწყვიტეს…….მოკლედ შინაურ მღვდელს შენდობა არ ააქვსო ასეა…

არასოდეს საკუთარ თავს არ ვკადრებ, რომ ჰაერზე ინფორმაცია ვისროლო!!!! აი ზოგიერთ უსაფუძვლოდ ” ამბიციურს, ეჭვიანს და ჯიბრიანს” რომ არ უნდა დაჯერება კი სამწუხაროდ ასეა ებრაული წყევლასავით :” შენი არ იცოდე და სხვისი არ გჯეროდესო”!!!!!!

მთავარია ახლა გვიან არ იყოს, აი ეს არის მთავარი!!!!!!”, – წერს თაკო ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელის გიორგი ჩალაძის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტლის შიდა ეზოში, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პალატის ფანჯრებთან დგას მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რაც ადამიანის ფსიქიკურ შეშლილობას, ჯანმრთელობის მოსპობას და სიკვდილს იწვევს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close