საზოგადოება

„ჯერ ღომის და ყველის ნაღმებზე ფეთქდები, მერე ელარჯის ტანკი გადაგივლის“ – რას წერს გიორგი კეკელიძე მეგრულ სუფრაზე

,,საქართველოში ყველაზე მეტი სოფელი სამეგრელოში მოვამარაგეთ წიგნებით, რაც ამავდროულად ნიშნავს – სიმსუქნისკენ მიდრეკილება რომ მქონოდა, აქ ვერცერთ სურათში ჩავეტეოდი. მასპინძლების იერიში სრულიად გამანადგურებელია – ჯერ ღომის და ყველის ნაღმებზე ფეთქდები, მერე ელარჯის ტანკი გადაგივლის და გებჟალიას ზარბაზანს მიუშვერს შენს თავს, თვითმფრინავებიდან საცივის თხევად ბომბებს გიშენენ, ხარჩოს ლაზო გახრჩობს და ხაჭაპურის სამართებელი გსერავს, კუჭმაჭის მავთულხართები გაქცევის ფიქრს გიხშობს, ჭინჭრის მხლის ფეხოსანი არმია ყველგან მოგაგნებს და საკონტროლოს დაგახლის. და შენ, დანებებული, მაგრამ გულწრფელი, აწევ ღომის ღომზე თეთრ დროშას – დიდება მეგრულ სუფრას და მეგრელებს!” – წერს სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close