საზოგადოება

„მიშას პირადი თამადა“ – რას წერს ირაკლი მამალაძე გიორგი უშიკიშვილზე?

ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე გიორგი უშიკიშვილის ფეისბუქ-პოსტს გამოეხმაურა, სადაც მომღერალი ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ამე­რი­კის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გა­წე­ულ სი­კე­თე­ებ­ზე წერს:

„მიშას პირადი თამადა. ყანწი არ გაუგდია ხელიდან ის 9 წელი“ – წერს ირაკლი მამალაძე.

ეს კი გიორგი უშიკიშვილის ფეისბუქ-პოსტია:

1. ვისი და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში უნი­კა­ლუ­რი ხელ­ნა­წე­რე­ბის (მათ შო­რის გა­ლო­ბის), სა­უ­კუ­ნის წი­ნან­დე­ლი ხალ­ხუ­რი მუ­სი­კის ნი­მუ­შე­ბის გა­ციფ­რე­ბი­სა და გა­დარ­ჩე­ნის საქ­მე? – ამე­რი­კა, ევ­რო­კავ­ში­რი.

2. ვისი და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის (გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის) რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია? – ამე­რი­კა, ევ­რო­კავ­ში­რი.

3. ვისი და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია მუ­ზე­უ­მე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია? (ნა­წი­ლის) – ამე­რი­კა, ევ­რო­კავ­ში­რი.

4. სად უყ­ვართ ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩვე­ნი ხალ­ხუ­რი მუ­სი­კა და ცეკ­ვა? სად და­დის ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბის 99% სა­მოგ­ზა­უ­როდ? – ამე­რი­კა, ევ­რო­კავ­ში­რი.

5. რო­მელ ქვეყ­ნებ­შია ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის ან­სამ­ბლე­ბი, სა­დაც მხო­ლოდ უცხო­ე­ლე­ბი მღე­რი­ან? – ევ­რო­პა, ამე­რი­კა.

6. რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ცდი­ლო­ბენ ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლას? – ამე­რი­კა, ევ­რო­პა.

7. რო­მე­ლი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ჩა­მო­დი­ან საქრთვე­ლო­ში ქარ­თუ­ლი ენი­სა და სიმ­ღე­რის შე­სას­წავ­ლად? – ამე­რი­კა, ევ­რო­პა.

8. ვისი ჩა­წე­რი­ლია მე- 20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ჩვე­ნი უნი­კა­ლუ­რი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბი, რი­თიც დღეს ვა­მა­ყობთ, ვმღე­რით და თავი მოგ­ვწონს? – ევ­რო­პა.

ეს უცებ, რაც გა­მახ­სენ­და და ყვე­ლა­ფე­რი ფაქ­ტე­ბით არის გამ­ყა­რე­ბუ­ლი. აბა კარ­გად დავ­ფიქ­რდეთ ესე­ნი გვარ­თმე­ვენ ქარ­თვე­ლო­ბას და რუ­სე­ბი გვი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ? ამას ბევ­რი ფიქ­რი უნდა? იმე­დია, არა!” – წერს უში­კიშ­ვი­ლი.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close