პოლიტიკა

ჯერ კიდევ წინა კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რატომ არ თანამშრომლობს ბატონი ბიძინა ივანიშვილი ბატონ ვიქტორ ყიფიანთან – ოხანაშვილი

ვიქტორ ყიფიანი უკვე გარკვეული პერიოდია აღარ თანამშრომლობს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ყიფიანის კრიტიკას.

„ჯერ კიდევ წინა კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რატომ არ თანამშრომლობს ბატონი ბიძინა ივანიშვილი ბატონ ვიქტორ ყიფიანთან და ეს ინფორმაცია როგორც ჩანს, აქამდე შესაბამის ტელევიზიებს არ გაუაქტიურებიათ სათანადოდ. კიდევ ერთხელ, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც ჯერ კიდევ წინა კვირას გავრცელდა, ბატონი ივანიშვილი არ სარგებლობს ბატონი ყიფიანის საადვოკატო მომსახურებით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ვიქტორ ყიფიანმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების შესახებ რადიო „იმედის“ ეთერში 10 მარტს ისაუბრა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close