Sliderპოლიტიკა

ვიცე-სპიკერის “აღსარება” – ავთანდილ ენუქიძის ნაცვლად ე.წ. აგენტების კანონპროექტს მხარი ფრიდონ ინჯიამ დაუჭირა

ფრიდონს ვუთხარი, ჩემს მაგივრადაც მიაჭირე მეთქი ხელი. სიმართლე სიმართლეა! უბრალოდ, ესეც იცოდეთ! მე მანამდე რაღაცებს ვამწვავებდი... რა პოზიციაც მეჭირა, დღესაც ის მიჭირავს.

რა პოზიციაც მეჭირა, ის პოზიცია მიჭირავს – პირიქით, უფრო მკაცრ კანონს ვეთანხმებოდი, ფრიდონს (ინჯია) ვუთხარი, ჩემს მაგივრადაც მიაჭირე-მეთქი ხელი! – ეს განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვიცე-სპიკერმა ავთანდილ ენუქიძემ გააკეთა.

„დამირეკეს უცბად და უცბად გავედი… დარბაზში რომ ვყოფილიყავი, მხარს დავუჭერდი. ფრიდონმა მხარი დაუჭირა, შემდეგ გადმომირეკა და ვუთხარი: – ჩემს მაგივრადაც დააჭირე-მეთქი. უბრალოდ, ესეც იცოდეთ! მე მანამდე რაღაცებს ვამწვავებდი… რა პოზიციაც მეჭირა, დღესაც ის მიჭირავს. პირიქით, უფრო მკაცრს ვეთანხმებოდი, რაც ამერიკულია. რაკი ფრიდონი იყო, ვუთხარი, ჩემს მაგივრადაც მიაჭირე მეთქი ხელი. სიმართლე სიმართლეა! „ – განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close