პოლიტიკა

ჯერ თქვეს თვითდაზიანებას იყენებს, სუიციდისკენ აქვს მიდრეკილებაო, მერე თქვეს ღმერთის ნებაა, ჩვენ რა ვიცითო, ახლა თქვეს, ჩვენ კი არ მოვკლავთ, დასავლეთის სპეცსამსახურები გააკეთებენ, რადგან ბევრი ინფორმაცია აქვს სააკაშვილსო – პაატა მანჯგალაძე

„ჯერ თქვეს თვითდაზიანებას იყენებს, სუიციდისკენ აქვს მიდრეკილებაო, მერე თქვეს ღმერთის ნებაა, ჩვენ რა ვიცითო, ამ დროს გავიგეთ, რომ თურმე დარიშხანით არის მოწამლული. მერე თქვეს, ჩვენ კი არ მოვკლავთ, დასავლეთის სპეცსამსახურები გააკეთებენ, რადგან ბევრი ინფორმაცია აქვს სააკაშვილსო. ეს არის რუსული სცენარი, რომ მოკლან ადამიანი და დააბრალონ სხვას. ჰქონდათ სცენარი თავად სააკაშვილისთვის დაებრალებინათ, მერე ღმერთის ნებისთვის უნდოდათ დაბრალება და ახლა გადავიდნენ დასავლელი პარტნიორების დადანაშაულებაზე. ეს არის რუსული სპეცსამსახურების სცენარი და სამწუხაროა, რომ ამ სქემის მონაწილეები არიან ესენი,”- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, „ხალხის ძალამ“ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ „სააკაშვილის პატრონებს რჩებათ გეგმა B – მისი, როგორც ოქროს მოწმის მოშორება, სააკაშვილის სიკვდილის ხელისუფლებისთვის დაბრალება, ამ საბაბით კი ქვეყანაში მასობრივი არეულობის მოწყობა“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close