რეგიონებისაზოგადოება

კელიაში გასჩენია ხანძარი და მიიღო სხეულის მძიმე დამწვრობა, ხელოვნურად არის დაძინებული და მკურნალობენ – გელათის მონასტრის წინამძღვარს კელიაში ხანძარი გაუჩნდა

გელათის მონასტრის წინამძღვარს კელიაში ხანძარი გაუჩნდა. მამა იოსებ ბურჯანაძე ქუთაისის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული, მას სხეულის 50%-მდე აქვს დამწვარი და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

„მეგობრებო და ჯგუფის წევრებო, გაავრცელეთ მაქსიმალურად.

გელათის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე იმყოფება რეანიმაციაში. კელიაში გასჩენია ხანძარი და მიიღო სხეულის მძიმე დამწვრობა. როგორც დედაომ მითხრა ხელოვნურად არის დაძინებული და მკურნალობენ. გთხოვთ მაქსიმალურად სთხოვოთ სასულიერო პირებს, რომ მოიხსენიონ სნეულებასა და განსაცდელში მყოფი არქიმანდრიტი იოსები ( ბურჯანაძე ) ღმერთმა შეიწიროს და შეისმინოს თქვენი ლოცვები“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close