მსოფლიო

ჯანმო ინდოეთის დასახმარებლად პერსონალსა და სამედიცინო აღჭურვილობას აგზავნის

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები მატულობს – რთული ვითარებაა ინდოეთში, სადაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მარაგი იწურება. შევსებულია საავადმყოფოები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ინდოეთის დასახმარებლად პერსონალსა და სამედიცინო აღჭურვილობას აგზავნის.
შემთხვევების მატების გამო 29 აპრილიდან 17 მაისამდე სრული კარანტინი გამოცხადდა თურქეთში. პრეზიდენტ ერდოღანის გადაწყვეტილებით, შეიზღუდება გადაადგილება, შეჩერდება სასწავლო პროცესი, დასაქმებულების ძირითადი ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადავა და დაიხურება ბიზნესობიექტები.
ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის ზოგიერთი შეზღუდვის მოხსნას განიხილავს გერმანიის მთავრობა.
ამერიკის შეერთებული შტატები კი, მომდევნო თვეებში AstraZeneca-ს ვაქცინის 60 მილიონამდე დოზას სხვა ქვეყნებს გაუზიარებს.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close