საზოგადოება

ჯანმომ ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  ჩინური “სინოფარმის“ ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მინიჭების საკითხს მხარი დაუჭირა.

გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ჯანმოს დირექტორმა გამოაცხადა.

ამ გადაწყვეტილებიოთ ეს ვაქცინა რიგით მეექვსეა, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან უსაფრთხოების, დაცულობისა და ხარისხის კუთხით ვალიდურობა მიიღო.   ამ გზით ფართოვდება ვაქცინების სია  “კოვაქს” პლატფორმაზე.

„ჯანმომ გადაუდებელი გამოყენების ჩამონათვალში Sinopharm-ის ვაქცინა შეიყვანა. ის მეექვსე ვაქცინაა, რომელმაც მიიღო ჯანმოს ავტორიზაცია უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის კუთხით“, – განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close