მსოფლიო

მეორე მსოფლიო ომის თემაზე ისრაელმა რუსეთს სოლიდარობა გამოუცხადა – კრემლის პრესსამსახური

მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადასინჯვის, ნაციზმის განდიდებისა და ჰოლოკოსტის უარყოფის მცდელობაში ისრაელმა რუსეთს სოლიდარობა გამოუცხადა – ინფორმაცია კრემლის პრესსამსახურმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელა.

მსოფლიო ლიდერებთან კონტაქტის დროს პუტინი მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადასინჯვის დაუშვებლობის თემას რეგულარულად განიხილავს. ომის დასრულების 75 წლისთავთან დაკავშირებით ამ თემაზე საუბარი ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპინთანაც შედგა. რუსეთის პრეზიდენტი ამ საკითხს საერთაშორისო კონტაქტების მიღმაც ხშირად განიხილავს: მეორე მსოფლიო ომის თემაზე პუტინმა 2020 წელს, თავის ვრცელ სტატიაში ისაუბრა,  იგივე თემა განიხილა 2019 წელს უცხოური სააგენტოების ხელმძღვანელებთან ინტერვიუში და იმავე წელს, კერენ ჰეიზოდის ფონდის კონგრესის საჯარო გამოსვლაში, თუმცა ამ ბრძოლაში მან სხვა მოკავშირეები ვერ იპოვა.

ბოლო წლების განმავლობაში, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში დიდი სამამულო ომის პერიოდთან დაკავშირებული საბჭოთა ძეგლების დანგრევის შემთხვევები გახშირდა. ეს პრაქტიკა ძირითადად პოლონეთში, ჩეხეთში, ბალტიის ქვეყნებში და უკრაინაში აღინიშნება, სადაც 2015 წლიდან დეკომუნიზაციის კანონი მოქმედებს.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close