საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდ-19-გან გამოჯანმრთელებული 21 წლის ბიჭის გარდაცვალებაზე განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსთავში გარდაცვლილი 21 წლის მამაკაცი კოვიდგამოჯანმრთელებული იყო და მან საკარანტინო სასტუმრო 25 ოქტომბერს დატოვა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ,  „გარდაცვლილი 3 ოქტომბერს მოთავსდა საკარანტინო სივრცეში ინფიცირებულთან კონტაქტის გამო“.

„საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ მოხდა მისი პისიარტესტირება და დაუდგინდა ინფექცია. შემდგომში მოხდა მისი საკარანტინო-სასტუმრო სივრცეში მეთვალყურეობის გაგრძელება ექიმის მიერ და პროტოკოლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მოხდა მისი გაწერა 25 ოქტომბერს. შესაბამისად, აღნიშნული პირი იყო კოვიდგამოჯანმრთელებული. მისი დაკრძალვა არ მოხდება კოვიდით გარდაცვლილთა პროტოკოლით შესაბამისად. ხაზი მინდა გავუსვა, რომ გაწერისას მოხდა ამ პირის შეფასება ექიმის მხრიდა, ის თავს კარგად გრძნობდა. მას არ აღენიშნებოდა არანაირი სიმპტომი და ჩივილი. მის მიერ რამდენჯერმე მოხდა ექიმთა მიმართვა იმასთან დაკავშირებით, რომ დროზე ადრე დაეტოვებინა კარანტინის სივრცე, ვინაიდან ის თავს კარგად გრძნობდა“, – განაცხადეს სამინისტროში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად, ამ ეტაპზე მიჩნეულია გულის უეცარი გაჩერება.

„გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად, ამ ეტაპზე, შეგვიძლია მივიჩიოთ გულის უეცარი გაჩერება, თუმცა მიმდინარებს მოკვლევა“, – აღნიშნეს ჯადაცვის სამიისტროში გამართულ ბრიფინგზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close