სამართალი

„მოულოდნელად ცუდად გახდა“ – რუსთავში გარდაიცვალა 21 წლის ბიჭი, რომელიც კორონავირუსზე მკურნალობდა

რუსთავში 21 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი მოულოდნელად ცუდად გახდა და წაიქცა.

როგორც ცნობილია, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე ადგილობრივებმა მას გულის მასაჟი გაუკეთეს, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ადგილობრივების თქმით, ახალგაზრა კოვიდსასტუმროში კორონავირუსზე მკურნალობდა და გუშინ გამოწერეს.

“ბიჭებს მუშაობა უნდა დაეწყოთ და გაუხდათ ცუდად, წაიქცა ორმოში. ამოიყვანეს და სანამ სასწრაფო მოვიდა თვითონ რაც შეძლეს, გულის მასაჟები გაუკეთეს. თუმცა ვერ გადარჩა”,- განუცხადა გარდაცვლილის მეგობარმა “ინფო რუსთავს”.

მისივე თქმით, ახალგაზრა ბიჭი კოვიდსასტუმროში კორონავირუსზე მკურნალობდა და გუშინ გამოწერეს.

რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

შემთხვევის ადგილზე  ექსპერტკრიმინალისტებმა მუშაობა დაიწყეს.

„ინფო-რუსთავი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close