Sliderსაზოგადოება

“ხშირია შემთხვევები, როდესაც ხდება მიზანმიმართული დისკრედიტაცია მუნიციპალიტეტების,  ჩვენი სამსახურების თანამშრომლების”

“დახმარებების პროგრამას ხაზს ვუსვამ იმის გამო, რომ სამწუხაროდ, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ხდება მიზანმიმართული დისკრედიტაცია, მუნიციპალიტეტების,  ჩვენი სამსახურების თანამშრომლების. თითქოს მუნიციპალიტეტი არ ეხამრება ადამიანებს, არ ხდება მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და საზოგადოებას მინდა მივაწოდო ყველა ინფორმაცია, თუ რას აკეთებს მუნიციპალიტეტი იმ ოჯახებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც  ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა და თანადგომა” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“როდესაც კენჭს ვიყრიდი დედაქალაქის მერად, საკმაოდ მწვავე ვითარება იყო საბავშვო ბაღებში: არასაკმარისი ადგილები, ავარიული შენობები, დიდი ხნის მოძველებული და გაუმართავი ინფრასტრუქტურა – ეს იყო რეალობა. მაშინაც ვამბობდი და გავიმეორებ: საბედნიეროდ, ამ ქალაქში იზრდება ბავშვების რაოდენობა და მეტი და მეტი საბავშვო ბაღი გვჭირდება” – განაცხადა თბილისი მერმა და იმ პროექტებზე გააკეთა აქცენტი, რომელიც თბილისის მერიამ განახორციელა.

„გუშინ წარვადგინეთ დედაქალაქში ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიში და მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო თბილისის მოსახლეობას ბოლო წლებში ამ მიმართულებით რა გაკეთდა. როდესაც კენჭს ვიყრიდი დედაქალაქის მერად, საკმაოდ მწვავე ვითარება იყო საბავშვო ბაღებში: არასაკმარისი ადგილები, ავარიული შენობები, დიდი ხნის მოძველებული და გაუმართავი ინფრასტრუქტურა – ეს იყო რეალობა. მაშინაც ვამბობდი და გავიმეორებ: საბედნიეროდ, ამ ქალაქში იზრდება ბავშვების რაოდენობა და მეტი და მეტი საბავშვო ბაღი გვჭირდება. 2018-2021 წლებში თბილისში აშენდა და გაიხსნა 18 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი; მიმდინარეობს ახალი ბაღების მშენებლობა; მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა 147 ბაღში.

2018–2021 წლებში, ჯანდაცვის მიმართულებით, სამი ახალი პროგრამა დაინერგა:

  • ​„ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ღვიძლის გადანერგვის კომპონენტი;
  • ​„დაავადებათა სკრინინგის პროგრამის“ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტი: ფილიალების დამატება, ყველა ფილიალის თანამედროვე აპარატურით აღჭურვა (2 000 000 ₾-მდე ინვესტიცია);
  • ​„გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა“;

2018-2021 წლებში:

  • „ტრანსპლანტაციის“ პროგრამის ფარგლებში ჯამში 259 პაციენტი დაფინანსდა; აქედან ღვიძლის გადანერგვა დაუფინანსდა 24 პაციენტს. ერთ მოქალაქეს ღვიძლის ტრანსპლანტაციას 70 000 ლარით უფინანსდება.
  • ​გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების პროგრამით, 2020 წლიდან მომსახურებას იღებს 87 პაციენტი;
  • ერთი პაციენტისთვის – წელიწადში 25 000 ლარია გამოყოფილი;
  • ​ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით ძვირადღირებული პრეპარატები მიიღო 397-მა პაციენტმა;
  • ​აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცის პროგრამით სარგებლობს – 1 375 პირი (ბიუჯეტი- 5 000 000 ₾), მზარდი დაფინანსების ხარჯზე ყოველწლიურად მცირდება მომლოდინეთა რაოდენობა;

2018-2021 წლებში:

  • ​მერიისა და გამგეობების პროგრამებით, 2 მილიონზე მეტი მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
  • ​1681 ოჯახს სიმბოლურ ფასად საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა; კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 1300-მდე ოჯახი დაკმაყოფილდა;

2018-2021 წლებში დაიწყო მუშაობა დედაქალაქში არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემის გადაწყვეტისთვის. იდენტიფიცირებულია – 179 დაუმთავრებელი მშენებლობა – 13 000 დაზარალებული ოჯახი. 33 დაუმთავრებელ სამშენებლო ობიექტზე გაცემულია მხარდამჭერ ღონისძიებებზე რეკომენდაცია (დაკმაყოფილებული ოჯახი 8362). 11 ობიექტია განხილვის პროცესში (777 ოჯახი), ხოლო 18 მისამართზე დაწყებულია სამშენებლო პროცესი და პროცედურები“, – განაცხადა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close