პოლიტიკა

ხშირად იუმორის ჟანრიდან არის – ლომჯარია კობახიძის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველი, ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს, რომელმაც ომბუდსმენი რუსთავი ორის საქმეზე ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან კოორდინაციაში დაადანაშაულა.

“მე არ ვიცი სხვები როგორ აფასებენ ირაკლი კობახიძის განცხადებას, მაგრამ მე დიდი ხანია ვამბობ, რომ არ ვიღებ ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადებებს სერიოზულად. ცოტა ხნის წინ მან ისიც განაცხადა, რომ მე თითქოს ვაკეთებდი განცხადებას მეორე ფრონტის გასახსნელად საქართველოში.

ვფიქრობ მისი განცხადებები ხშირად იუმორის ჟანრიდან არის, არასერიოზულია ჩემთვის ასეთი განცხადებები და არ ვაპირებ მის კომენტირებას და პოპულარიზებას კიდევ უფრო მეტად”,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close