საზოგადოება

ვუთხარი თუ როგორი დადებითი განწყობაა საზოგადოებაში მის მიმართ – სამუშიამ გვარამია მოინახულა

ტელევიზორი არ აქვს შეტანილი საკანში, მაგრამ ელოდება როდის შეუტანენ.

ნიკა გვარამია ძალიან მხნედ არის, ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზე და ვუთხარი თუ როგორი დადებითი განწყობაა საზოგადოებაში მის მიმართ, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის” წევრმა ლევან სამუშიამ რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში ,,მთავარი არხის” გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სამუშიას თქმით, კობახიძის განცხადების შეფასებას ,,სამედიცინო კუთხით შესაბამისი სპეციალისტები სჭირდება”, ამიტომ მისი განცხადებისთვის დრო არ დაუთმიათ.

„ნიკა გვარამიას მივაწოდე საერთაშორისო საზოგადოების განცხადებების და განწყობების შესახებ. ერთადერთი საწუხარი აქვს ბავშვები – მისი პატარა შვილები როგორ შეხვდებიან ამ ყველაფერს, სხვა ყველანაირად არის მხნედ.

ტელევიზორი არ აქვს შეტანილი საკანში, მაგრამ ელოდება როდის შეუტანენ.

ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებას სჭირდება შესაბამისი სპეციალისტები სამედიცინო კუთხით. გამომდინარე აქედან, მისი განცხადებისთვის დიდი დრო არ დაგვითმია. ერთსა და იმავეს იმეორებს ყოველთვის”, – აღნიშნა ლევან სამუშიამ.

იპნ

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close