საზოგადოება

„ხინკალზე დავნიძლავდითო“ ამ ოლიგარქის მარიხუანის პლანტაციის მონამ – თაკო ჩარკვიანი

ვუსმინე იაგო ხვიჩიას, ნაძლევი დავდე რაქვიაშვილთან ხინკალზე, რომ „ესენი“ ყველანი პარლამენტში შევლენო, ღმერთო, ამდენი „კანონდებილი“ მართლა სასჯელია, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი „ფეისბუქზე“ წერს.

„ღმერთო, ასეთი რა სასჯელია მართლა, რომ ხალხის მიერ არჩეულ საკანონმდებლო ორგანოში, ანუ კანონები ვინც უნდა მიიღოს, „ხინკალზე ნაძლევის“ იქით ვერ მიდიან, ახლა მოვუსმინე იაგო ხვიჩიას ნაძლევი დავდე რაქვიაშვილთან ხინკალზე, რომ „ესენი“ „ყველანი პარლამენტში“ შევლენ თუ არაო. „ესენი“, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“, მე – „კანონი და სამართალი“, შალვა ნათელაშვილი „ლეიბორისტები“, „ევროპული“, ელენე ხოშტარია.

„ხინკალზე დავნიძლავდითო“ თქვა ამ ოლიგარქის მარიხუანის პლანტაციის მონამ (გამიხარდა, ხინკალს თუ ჭამდა არ ვიცოდი) ღმერთო რა, ამდენი „კანონდებილი“ მართლა სასჯელია. თავში წკიპურტების წამორტყმაზე მაინც დაედოთ ნაძლევი“,- წერს ჩარკვიანი.

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close