პოლიტიკა

სააკაშვილის და პუტინის ინტერესია, ერთი გამარჯვებული იყოს – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის რამდენიმე გზა არსებობს, თუმცა, თუ მას მოსწონს ციხეში ყოფნა, ეს მისი პრობლემაა.

მისივე თქმით, “სააკაშვილის და პუტინის ინტერესია”, ოპოზიცია არ იყოს გაერთიანებული და გამარჯვებული მხოლოდ ერთი ძალა დარჩეს.

“რაც შეეხება ნიკა მელიას, მართლაც არ ვიცი, რა არის პრობლემა. არის ფულიც, გარანტიაც და ამნისტიის კანონიც. მას შეუძლია იყოს თავისუფალი ნებისმიერ დროს. თუ მას მოსწონს ციხეში ყოფნა, ეს მისი პრობლემაა.

ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, უკეთესი იქნება, ოპოზიცია იყოს გაერთიანებული საერთო პოზიციით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება მხოლოდ ერთი გამარჯვებული, თუ გავცდებით თამაშის წესებს, ეს არის სააკაშვილისა და პუტინის ინტერესი. ის ცდილობს ერთიანობა დაარღვიოს ოპოზიციაში. ენმ კი ცდილობს რადიკალიზაციისა და პროვოკაციის ხერხს მიმართოს, რომელშიც გამარჯვებული მხოლოდ ვლადიმერ პუტინია, რაც ვფიქრობ, სირცხვილია”,– განაცხადა კრამონმა TV პირველთან ინტერვიუში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close