Sliderრეგიონები

ხიდი არის წაღებული, შესაბამისად, წინ ვეღარ გადავადგილდებით. სამწუხაროდ, ვერავის ვუკავშირდებით – რწმუნებულის მოადგილე

კურორტ შოვის ტერიტორიაზე, სასტუმრო „სანსენტ შოვის“ მიმდებარედ მეწყერი ჩამოწვა.

არსებული ინფორმაციით, მეწყერში 16 ადამიანია მოყოლილი.

ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე, ვინც ად­გილ­ზე მყო­ფე­ბა, ფორ­მუ­ლას უყ­ვე­ბა, რომ ზო­ნა­ში, სა­დაც მიწა
და­იძ­რა, მო­ყო­ლი­ლი არი­ან ბავ­შვე­ბიც. მათი თქმით, ელო­დე­ბი­ან ვერ­ტმფრენ­საც, რომ­ლი­თაც
ევა­კუ­ა­ცია მოხ­დე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი რამ­დე­ნი­მე ად­გილ­ზეა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, მისი ზუს­ტი მას­შტა­ბე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

რაჭის გუბერნატორის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით,   შემთხვევის  ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, ქრისტინე კობახიძე განცხადებით, მეწყრული და პრობლემური მონაკვეთები შოვის შესასვლელიდან იწყება.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ ეტაპზე, მეწყრულ ზონასთან მიახლოება უჭირთ, რადგან ხიდი არის წაღებული.

„გაჩერებული ვართ რაღაც ეტაპზე, იმიტომ, რომ ხიდი არის წაღებული, შესაბამისად, წინ ვეღარ გადავადგილდებით. სამწუხაროდ, ვერავის ვუკავშირდებით. მეწყერი არის საკმაოდ დიდი, შემიძლია დაგიდასტუროთ. რაღაც ეტაპზე ცენტრალური გზის ადგილები აქვს წაღებული. სოფელი გლოლა რომ სრულდება, შოვის შესასვლელიდან უკვე პრობლემური მონაკვეთები იწყება. დანარჩენი არანაირი ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ქრისტინე კობახიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close