Sliderრეგიონები

შოვი აღარ არის მორჩა, საშინელება ხდება – რა ვითარებაა რაჭაში

რამდენიმე წუთის წინ ონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ შოვში, მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. გავრცელებული ინფორმაციით, მეწყერმა 16 ადამიანი მოიყოლა.  შემთხვევა სასტუმრო “სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მოხდა.

„შოვი აღარ არის მორჩა, საშინელება ხდება, სახლები და მანქანები ჩამოიტანა მეწყერმა… მეწყერი ჩამოწვა, ველოდებით სამაშველოს და წუთი-წუთზე თუ არ მოვლენ ჩაგვიტანს ყველას, უამრავი ბავშვი და მოხუცია. შემოსაზღვრული ვართ, არანაირი გასავალი არაა. არის ორმეტრიანი ტალახი, რომელშიც ყველანი ჩავიხრჩობით, თუ დროზე არ მოვა ვერტმფრენი. სასტუმრო სანსეტ შოვი, სხვაგან რა ხდება არ ვიცი”, – ამბობენ  ადგილობრივები.

რაჭაში მეწყერში 16 ადამიანი მოჰყვა!!! ადგილობრივების ინფორმაციით, მთის დიდი ნაწილი მოწყდა და შოვში კოტეჯები და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად მოწყვიტა, გაანადგურა ან დააზიანა. შოვამდე მისასვლელი საავტომობილო გზაც ღვარცოფმა წაიღო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close