საზოგადოება

“ხალხის ძალა” გაცილებით უფრო მავნებლური და გათახსირებული გაერთიანებაა, ვიდრე ყველა მისი წინამორბედი ერთად აღებული – ზურაბიშვილი

დავით ზურაბიშვილი მოძრაობა „ხალხის ძალას“ ახალ განცხადებას ეხმაურება და წერს:

„ამ ათი წლის მანძილზე არაერთი ფორმით ნაციონალისტური და შინაარსით რაშისტულ-ფაშისტური ჯგუფები აკოწიწა ხელისუფლებამ – პატრიოტთა ალიანსი, ქართული მარში, ერი, ალტინფო, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ხალხის ძალა, რომელიც ღიადაა ასოცირებული ქართულ ოცნებასთან და პირადად ბიძინა ივანიშვილთან და რომელსაც ოფიციალურად უფეშქაშეს ერთი ტელევიზია, გაცილებით უფრო მავნებლური და გათახსირებული გაერთიანებაა, ვიდრე ყველა მისი წინამორბედი ერთად აღებული.

თუ ვინმე იმსახურებს პოლიტიკური კეთროვანის საპატიო წოდებას, პირველ რიგში სწორედ ამ სამარცხვინო გაერთიანების წევრები და თანაც ხანდაზმულობის ვადის გარეშე,“

ცნობისათვის, მოძრაობა „ხალხის ძალამ“ დღეს მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც აშშ–ს საელჩო ისევ დაადანაშაულა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close