საზოგადოება

ოთახებს ვეძებდით სადაც არ მოგვისმენდნენ, ბედის ირონიით, ბოლოს ე.წ. ბერიას ბიბლიოთეკაში ვილაპარაკეთ – აბაშიძე 7 ნოემბრის შესახებ

გია აბაშიძე, ანალიტიკოსი:
2007 წლის 7 ნოემბერი დღესაც კოშმარივით მახსოვს. ვითომ უდარდელ სამსახურში ვიყავი – ევროკავშირის საელჩოს პოლიტიკური მრჩეველი, მაგრამ უემოციო ‘რეპორტინგით’ ვერ დავკავდებოდი.
7 ნოემბრამდე დე მერე ზეაქტიურ კომუნიკაციაში ვიყავი მაშინდელ ოპოზიციონერებთან. ნაცტერორზე დეტალურად ვიზუალური მასალებსაც ვაწვდიდი ბრიუსელსა და უამრავ დიპმისიას. შემდგომში ნინო ბურჯანაძის, ეკა გიგაურისა და სხვა ფლუგერების ნიანგის ცრემლები მახსოვს და ისიც, როცა ევროკავშირის სპეცწარმომადგენელი, შვედი დიპლომატი პიტერ სემნები გავერანებულ “იმედს” ეწვია.
7 ნოემბერს დატერორებული ომბუდსმენი სოზარ სუბარიც მახსოვს და მისი მაშინდელი მოადგილე სოფო ხორგუანი. ოფისში ვეწვიეთ მაჩაბელზე და ოთახებს ვეძებდით სადაც არ მოგვისმენდნენ. ბედის ირონიით, ბოლოს ე.წ. ბერიას ბიბლიოთეკაში ვილაპარაკეთ.
ვრცელია ჩემი ისტორიული მეხსიერება და დღემდე უკიდურეს სიმდაბლეზე მყოფ ‘ნაცგამპრავებლებს’ არასდროს არაფერს შევარჩენ!
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close