საზოგადოება

წყალსაქაჩის ტერიტორიაზე თამაში ტრაგედიით დასრულდა – ვინ არის რუსთავში გარდაცვლილი მოზარდი?

რუსთავში, ე.წ. წყალსაქაჩის ტერიტორიასთან ახლოს, მტკვრიდან 13 წლის ბიჭის ცხედარი ამოიტანეს. გარდაცვლილი არასრულწლოვანი მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ჭინჭარაშვილია.

როგორც თვითმხილველმა “ინფო რუსთავს” განუცხადა, ბიჭი ორ მეგობართან ერთად ე.წ. წყალსაქაჩის ტერიტორიაზე ერთობოდა, რა დროსაც ჯებირზე ფეხი დაუცურდა, თავი ბეტონის ფილას დაარტყა და მტკვარში ჩავარდა.

მაშველებისა და მყვინთავების ერთსაათიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ არასრულწლოვანი მტკვარში გარდაცვლილი ნახეს.

„15 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და ბეტონზე ჰქონდა თავი დარტყმული, წყალში ჩავარდნისას უკვე გონება ჰქონდა დაკარგული და ჩავარდნიდან 5 წუთში გარდაიცვალა.”- წერს ერთ-ერთი მეგობარი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close