საზოგადოება

პირბადეების გამოყენების მიმართულებით ღონისძიებები გამკაცრდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქში პირბადეების გამოყენების მიმართულებით ღონისძიებები გამკაცრდება.

„ამ ეტაპისთვის კონკრეტულად საფუძველი არ გვაქვს ამისთვის. პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც რჩება – პირბადეების გამოყენებაა და ვთვლით, რომ ამ მიმართულებით ღონისძიებებს გავამკაცრებთ. რაც შეეხება ტრანსპორტის შეზღუდვას ან სხვა ნებისმიერი სახის მობილობის შეზღუდვას, ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არ წარმოადგენს დღესდღეობით ამ პრობლემის ნომერ პირველ გადაწყვეტას, ვინაიდან აქ ჩვენ ვითვალისწინებთ, როგორც დედაქალაქის სიმჭიდროვეს, ისე ღონისძიების დაცვის ხარისხს, მნიშვნელოვნად განსხვავდება აჭარასა და თბილის შორის ამ ღონისძიებების გატარების ხარისხი და იმედს ვიტოვებთ, რომ დედაქალაქის მოსახლეობა დაგვეხმარება, რომ ნიღბების ინტენსიური და მკაცრი გამოყენების პირობებში არ მოგვიწევს დამატებითი შეზღუდვების მიღება“, -აღნიშნა მინისტრმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close