საზოგადოება

წინაპრის ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდად სვანეთში ატანილი ჯვრის ამბავი

ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი  წინაპრის ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდად, თბილისიდან სვანეთში ჩატანილი ჯვრის ამბავს იხსენებს:

„წინაპრის ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდად
სვანეთში პირველად 2011 წლის 28 აგვისტოს ჩავედი, რათა ჩემი თვალით მენახა ფარღალალა კონტეინერებში გამომწყვდეული სვანეთის საგანძური (ეს ვრცელი თემაა და ამაზე სხვა დროს…). ვერტმფრენით ვიმგზავრე. სულ 13 მგზავრი ვიყავით და აქედან სამი ქართველი (დანარჩენი ტურისტები). ჩემს გვერდით გაგრიდან დევნილი ახალგაზრდა ქალბატონი იჯდა, იგი წარმოშობით მესტიიდან გახლდათ და იმჟამად თბილისში ცხოვრობდა. მას დიდი რკინის ჯვარი მიჰქონდა – „ბოლშევიკების დროს სოფელ ლენჯერში ჩემმა წინაპარმა (რომელიც აღმასკომის თავმჯდომარე იყო) მთიდან ჯვარი გადაადგდო, რომელიც ქვევით სულ ყვირილ-ყვირილით წასულა“. ახლა ეს რკინის ჯვარი ახალგაზრდა ქალბატონს წინაპრის ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდად იმ ადგილზე დასამაგრებლად მიჰქონდა – „არ ვიცი ის ჯვარი ხის იყო თუ რკინის, მაგრამ, ახლა აი, ამ ჯვარს ჩემი ძმები ზუსტად იმ ადგილას ჩააბეტონებენ და ეგებ ღმერთმა წინაპრის ჩადენილი ცოდვა გვაპატიოს“.
ფოტო ინტერნეტიდან გადმოვწერე“ – წერს სოციალურ ქსელში ნინო მიქიაშვილი.
სურათი შეიძლება შეიცავდეს: ცა და ღია ცის ქვეშ
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close